თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის პროგრამა ჰორიზონტი ევროპის პროექტის „იდეალისტის“ ტრენინგი და ვორქშოფი გაიმართა. პროექტი 1998 წლიდან წარმოადგენს ევროკომისიის ჩარჩო პროგრამებში მონაწილე სკონტაქტო პირებს საინფორმაციო და ციფრულ ტექნოლოგიებში. იდეალისტი 3-წლიანი პროექტების ციკლი, რომელშიც საქართველო 1999 წლიდან მონაწილეობს.
უცხოელ სტუმრებს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი მიესალმა.
პროექტის საქართველოში ჩატარება ბრიუსელიდან დადებითად შეაფასა პროექტის ხელმძღვანელმა. ღონისძიებაზე დაგეგმილია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ძირითადი სიახლეებისა და ინოვაციების წარდგენა.
ტრენინგის ძირითადი საკითხებია: ევროკომისიის საკონტაქტო პირების მომზადება პროექტების წერაში როგორც ჰორიზონტი ევროპის, ასევე სხვა ჩარჩო პროგრამების შემთხვევაში. მომზადებული პროექტების ანალიზი, შესწორება, აპლიკანტების და მონაწილეების დახმარება, პარტნიორების მოძიების მექანიზმების გაცნობის გზით. კონსორციუმის შექმნის სისტემა და მექნიზმები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება პროექტების მომზადება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.